ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
თარიღი 15 ნოე 2023, 18:16
რიჩარდ არნოლდმა მანჩესტერ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" ოფიციალური საიტი იტყობინება. 

არნოლდი ინგლისურ გრანდში 16 წელი მუშაობდა, მაგრამ ახლა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

პატრიკ სტიუარტი, რომელიც ახლა კლუბის მთავარი იურიდიული მრჩეველია, მანჩესტერ "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 

მანჩესტერ "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეექვსე ადგილზეა.