ავტორიზაცია

კამავინგა საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა

კამავინგა საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე დაშავდა
თარიღი 16 Nov 2023, 10:51
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ ტრავმის გამო საფრანგეთის ნაკრები დატოვა, იუწყება El Chiringuito TV.

როგორც წყარომ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ნაკრრბის სამედიცინო შტაბმა 21 წლის ნახევარმცველის ხელახალი გასინჯვის შემდეგ მიიღო. 

ედუარდოს მუხლის პრობლემები დაუდგინდა. ის ვარჯიშის დროს უსმან დემბელესთან შეჯახებისას დაშავდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კამავინგამ "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა.