მანჩესტერ სიტი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სანეს დაბრუნებას შეეცდება
მანჩესტერ "სიტი" გუნდის ყოფილი გარემარბის, ლეროი სანეს ტრანსფერით არის დაინტერესებული.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, "ქალაქელები" ყურადღებით აკვირდებიან სანესა და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას შორის არსებულ სიტუაციას.
შეგახსენებთ, რომ სანეს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, რომელიც 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
თუ ლეროი სეზონის დასრულებამდე ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე უფრო იაფად იქნება ხელმისაწვდომი.
თუ ლეროი სეზონის დასრულებამდე ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე უფრო იაფად იქნება ხელმისაწვდომი.
მანჩესტერ "სიტი" აღფრთოვანებულია გერმანელის პროგრესით და სურს მისი ტრანსფერისთვის 2024 წლის ზაფხულში იბრძოლოს.
მიმდინარე სეზონში სანემ ბუნდესლიგის 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში სანემ ბუნდესლიგის 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.