ავტორიზაცია

ლივერპული ლეროი სანეს ტრანსფერით ინტერესდება

ლივერპული ლეროი სანეს ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 17 ნოე 2023, 12:11
"ლივერპული" გერმანიის ჩემპიონატში შემტევის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. 

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ამბობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ლეროი სანე "მერსისაიდული" გრანდის ყურადღების სფეროში მოექცა.

ტრანსფერი შეიძლება მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. "ლივერპულის" გარდა, ლეროის შეძენით მანჩესტერ "სიტი" ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში სანემ 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.