ავტორიზაცია

ბელინგემმა 2023 წლის Golden Boy მოიგო და ბარსელონას ჰეგემონია დაამხო

ბელინგემმა 2023 წლის Golden Boy მოიგო და ბარსელონას ჰეგემონია დაამხო
თარიღი 18 Nov 2023, 00:01
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი გამოცემა Tuttosport-მა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა და ჯილდო Golden Boy 2023 გადასცა.

ის „რეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს პრიზი დაისაკუთრა.

ამ გამარჯვებით ბელინგემმა „ბარსას“ ჰეგემონია დაამხო, რომლის ფეხბურთელებმაც ბოლო ორი წლის მანძილზე მოიგეს Golden Boy-ს წოდება (2021 პედრიმ, 2022 გავიმ).

ხუთეული კი ასე გადანაწილდა:

1. ჯუდ ბელინგემი (რეალი)

2. ალექს ბალდე (ბარსელონა)

3. ანტონიო სილვა (ბენფიკა)

4. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

5. ხავი სიმონსი (პსჟ/ლაიპციგში იჯარით)