ავტორიზაცია

კილიან მბაპემ პსჟ-სგან 80 მილიონი ევროს მიღებაზე უარი თქვა

კილიან მბაპემ პსჟ-სგან 80 მილიონი ევროს მიღებაზე უარი თქვა
თარიღი 18 ნოე 2023, 11:01
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "პსჟ"-მ და კილიან მბაპემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი 80 მილიონ ევროს არ მიიღებს.

RMC Sport-ის ცნობით, ამ ფულზე უარი თავად ვარსკვლავმა ფორვარდმა თქვა. ამრიგად, თავდამსხმელმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ მის კარიერაში მთავარი ფინანსები არ არის. 

შეგახსენებთ, რომ მბაპეს სამუშაო ხელშეკრულება პარიზულ გუნდთან მომავალ ზაფხულს ეწურება.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომრლშიც 15 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.