ავტორიზაცია

ბარსელონას სატრანსფერო გეგმები ცნობილი გახდა

ბარსელონას სატრანსფერო გეგმები ცნობილი გახდა
თარიღი 19 ნოე 2023, 12:43
კატალონიური "ბარსელონას" გეგმები მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისთვის ცნობილი გახდა. 

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების ცნობით, "ბლაუგრანა" საყრდენი ნახევარმცველის შეძენას აპირებს.

წყაროს ცნობით, კატალონიურ გრანდს სიაში სამი ნახევარმცველი ჰყავს. საუბარია მარტინ სუბიმენდის (რეალ სოსიედადი), ბრუნო გომარაესზე (ნიუკასლი) და ედერსონზე (ატალანტა).

გარდა ამისა, მომავალ ზაფხულს "ბარსელონა" მცველი ჟოაო კანსელოს შენარჩუნებას სურს, რომელიც ამჟამად გუნდში იჯარით თამაშობს.