ავტორიზაცია

დე ხეამ ცოლის გამო დიდ ფინანსურ შეთავაზებაზე უარი თქვა

დე ხეამ ცოლის გამო დიდ ფინანსურ შეთავაზებაზე უარი თქვა
თარიღი 19 Nov 2023, 17:23
დავიდ დე ხეამ მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ კლუბის გარეშეა. 

სხვადასხა ავტორიტეტული ევროპული გამოცემის ინფორმაციით, ახლო მომავალში დე ხეა შესაძლოა, მაიამის "ინტერში" ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდეს. 

ამავდროულად, Sun Sport იუწყება, რომ 33 წლის ფეხბურთელს "ალ-ნასრის" გულუხვი შეთავაზება ჰქონდა კვირაში 500 ათასი ფუნტი ანაზღაურებით. თუმცა, დე ხეამ ეს შეთავაზება ცოლის პოზიციის გამო უარყო - მას არ სურს საუდის არაბეთში გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა მანჩესტერ "იუნაიტედში":თორმეტი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.