ლიონელ მესის მაისურების კოლექცია მინიმუმ 10 მილიონ დოლარად გაიყიდება
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის მაისურების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება.
Daily Mail-ის ცნობით, ექვსი მაისურის კოლექცია მინიმუმ 10 მილიონ დოლარად გაიყიდება. ეს შეიძლება იყოს ახალი რეკორდი სპორტულ სამყაროში.
აღნიშნულია, რომ მაისურების კოლექციაში მოხვდება ის ფორმა, რომელშიც მესიმ საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ითამაშა.
აღნიშნულია, რომ მაისურების კოლექციაში მოხვდება ის ფორმა, რომელშიც მესიმ საფრანგეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ითამაშა.