ავტორიზაცია

კვარაცხელია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებული დრიბლიორთა შორისაა - ლიდერი ჯერემი დოკუ გახლავთ

კვარაცხელია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებული დრიბლიორთა შორისაა - ლიდერი ჯერემი დოკუ გახლავთ
თარიღი 23 Nov 2023, 09:11
ბელგიის ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" გარემარბი ჯერემი დოკუ დრიბლინგების მხრივ ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

21 წლის ბელგიელი ფეხბურთელი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებში 90 წუთში საშუალოდ 9,7 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებდა - საუკეთესო მათ შორის, ვისაც მოედანზე მინიმუმ 200 წუთი აქვს გატარებული, იუწყება Opta. 

დოკუს უახლოესი მდევრები, მაიკი ჯონსტონი და დანიელ ჰოკანსი, თითქმის ორჯერ ჩამორჩნენ (საშუალოდ 4,9 დრიბლინგი). 

რეიტინგში შემდეგი დოდი ლუკებაკიო და ხვიჩა კვარაცხელია მოდიან (საშუალოდ 4,8 დრიბლინგი).