ავტორიზაცია

ვან დაიკი ცდილობდა ვან დე ვენი ლივერპულში გადასვლაში დაერწმუნებინა, მაგრამ ფეხბურთელმა ტოტენჰემი აირჩია

ვან დაიკი ცდილობდა ვან დე ვენი ლივერპულში გადასვლაში დაერწმუნებინა, მაგრამ ფეხბურთელმა ტოტენჰემი აირჩია
თარიღი 23 Nov 2023, 09:23
"ტოტენჰემის" ცენტრალური მცველი მიკი ვან დე ვენი შესაძლოა "ლივერპულში" გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

"სპურსმა" ნიდერლანდელი "ვოლფსბურგიდან" აგვისტოში შეიძინა, სატრანსფერო ფასმა კი 40 მილიონი ევრო შეადგინა. 

TeamTalk-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელით "ლივერპულიც" იყო დაინტერესებული: კლუბმა ვირჯილ ვან დეიკს თანამემამულესთან საუბარიც კი სთხოვა, რათა დაერწმუნებინა იურგენ კლოპის გუნდის რიგებში გადასულიყო. 

მცდელობამ არ გაამართლა - "ტოტენჰემმა" უფრო სწრაფად იმოქმედა და ცენტრალური მცველის დარწმუნება მოახერხა.