ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ანჩელოტის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს

მადრიდის რეალი ანჩელოტის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს
თარიღი 01 დეკ 2023, 11:52
ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს მადრიდის "რეალს" მომავალ სეზონში. 

კლუბს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ The Athletic იტყობინება.

ესპანური გრანდი იტალიელს ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს, რადგან მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება. 

თუ შეთანხმება ჩაიშლება, "ბლანკოსს" ორი ალტერნატიული ვარიანტი აქვს. მადრიდის "რეალს" სათავეში შესაძლოა ჩაბი ალონსო (ბაიერი) ან რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი) ჩაუდგეს.