ავტორიზაცია

პსჟ-მ ზამთრის პირველ ტრანსფერი შეათანხმა

პსჟ-მ ზამთრის პირველ ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 02 დეკ 2023, 11:29
ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო, რომლის უფლებებს ბრაზილიური "კორინთიანსი" ფლობს, ახლოსაა ევროპაში გადასვლასთან. 

18 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი "პსჟ" იქნება, ამის შესახებ PSG COMMUNITY-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, პარიზულმა გრანდმა პერსპექტიული ნახევარმცველის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა. გარიგება 2024 წლის იანვარში გაფორმდება. 

მიმდინარე სეზონში მოსკარდომ ბრაზილიის ჩემპიონატის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ნახევარმცველმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.