ბარსელონას ნახევარმცველმა რომეუმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში გააგრძელოს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ორიოლ რომეუმ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი დატოვოს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში იუწყება.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთიდან ან MLS-ის კლუბში გადასვლით არის დაინტერესებული.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი საუდის არაბეთიდან ან MLS-ის კლუბში გადასვლით არის დაინტერესებული.
რომეუ "ბარსელონაში" ზაფხულში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მისი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2026 წლის ივნისამდეა ძალაში.