ვლაჰოვიჩი აპირებს მიიღოს იუვენტუსის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ
"იუვენტუსის" ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი კლუბის დატოვებას არ გეგმავს.
ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესის მიუხედავად, აპირებს ტურინული გუნდის შეთავაზებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დათანხმდეს.
ჟურნალისტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესის მიუხედავად, აპირებს ტურინული გუნდის შეთავაზებას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ დათანხმდეს.
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში" 2022 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში სერბმა 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.