ნაპოლის პრეზიდენტი კვარას ახალ კონტრაქტზე: "ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს"
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას კლუბთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
დე ლაურენტისი მათ შორის, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხსაც შეეხო.
"კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? რა შუაშია ეს? მას წინ კიდევ ოთხი წელიწადი აკავშირებს. ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს", თქვა დე ლაურენტისმა.