ავტორიზაცია

ვარანს მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა სურს

ვარანს მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა სურს
თარიღი 05 Dec 2023, 15:56
მანჩესტერ "იუნაიტედის" ცენტრალურ მცველ რაფაელ ვარანს ერიკ ტენ ჰაგის გუნდში დარჩენა სურს. 

Mirror Football-ის ცნობით, ამ ეტაპზე ფრანგს ოლდ ტრაფორდის დატოვება არ სურს.

თუმცა, წყარო ასევე დასძენს, რომ ვარანს მანჩესტერ "იუნაიტედში" დარჩენა იმ პირობით სურს, თუ მას გუნდში სათამაშო პრაქტიკა ექნება. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვარანს მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირებდნენ.