ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ოთხი ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

მანჩესტერ იუნაიტედმა ოთხი ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
თარიღი 05 Dec 2023, 16:22
მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ოთხი ჟურნალისტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

კლუბის შავ სიაში შევიდნენ: რობ დოუსონი ESPN-დან, სამუელ ლუკჰერსტი Manchester Evening News-დან, კავე სოლეკოლი Sky Sports-დან და დევიდ მაკდონელი Daily Mirror-იდან.

ყველა ჩამოთვლილ ჟურნალისტს ამიერიდან აეკრძალება მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის პრესკონფერენციებზე დასწრება. 

სანქციების მიზეზი კლუბისთვის უსიამოვნო ამბების გამოქვეყნება მანჩესტერ "იუნაიტედის" პრესსამსახურთან წინასწარი კონტაქტის გარეშე გახდა. 
TOP.GE