მეოთხე ექს-ბარსელონელი ფლორიდაში - ლუის სუარესი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს
ლუის სუარესი კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
Miami Herald-ის ინფორმაციით, 36 წლის ფორვარდი ამერიკულ გუნდს უახლოეს კვირებში შეუერთდება.
მხარეებს ჯერ არანაირი დოკუმენტები არ გაუფორმებიათ, მაგრამ ტრანსფერი გარდაუვალია. ფეხბურთელი ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ინფორმაციას ავტორიტეტული The Athletic-იც ადასტურებს.
სუარესი ფლორიდულ გუნდში მეოთხე „ექს-ბარსელონელი“ იქნება ლეო მესის, სერხიო ბუსკეტსის და ჟორდი ალბას შემდეგ.