იუვენტუსი ზამბო ანგისას ტრანსფერით ინტერესდება
"ნაპოლის" ნახევარმცველი ანდრე-ფრენკ ზამბო-ანგუისა "იუვენტუსის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
ტურინული კლუბის სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი უკვე დაუკავშირდა კამერუნელის აგენტს, იუწყება Corriere dello Sport.
ტურინული კლუბის სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი უკვე დაუკავშირდა კამერუნელის აგენტს, იუწყება Corriere dello Sport.
წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს 28 წლის ფეხბურთელის 2024 წელს შეძენის შესაძლებლობას.
ნახევარმცველის კონტრაქტში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ევროს ოდენობით - თუმცა ეს პუნქტი მოქმედებს მხოლოდ უცხოურ კლუბებზე.