მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის მენიოს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს
საფრანგეთის ნაკრებისა და "მილანის" მეკარე მაიკ მენიო არაერთი ტოპ ევროპული კლუბის, მათ შორის ინგლისური მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროშია.
როგორც The Sun-ი იუწყება, "წითელი ეშმაკები" მზად არიან ფრანგი მეკარის ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ მაიკ მენიო "მილანში" 2021 წლიდან თამაშობს.