ავტორიზაცია

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს - ერთ-ერთი ვარიანტი დე ხეა გახლავთ

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს - ერთ-ერთი ვარიანტი დე ხეა გახლავთ
თარიღი 06 დეკ 2023, 14:41
კატალონიურ "ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს. 

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ზურგის ოპერაციის გამო დაახლოებით ორ თვეს გამოტოვებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ერთ-ერთი ვარიანტია დავიდ დე ხეას დამატება, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია.

წყარო აღნიშნავს, რომ "ბარსელონა" დე ხეას კანდიდატურას სერიოზულად უყურებს.