ლაუტარო მარტინესი ინტერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მილანის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი მალე სიმონე ინძაგის გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
La Gazzetta dello Sport-მა ახალი ხელშეკრულების პირობები და დეტალები გაამხილა. წყაროს ცნობით, არგენტინელი კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში 7 მილიონი ევროს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში მარტინესი იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. თავდამსხმელმა ჩემპიონატის 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიმდინარე სეზონში მარტინესი იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. თავდამსხმელმა ჩემპიონატის 14 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.