ავტორიზაცია

კლოპი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

კლოპი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
თარიღი 16 თებ 2024, 17:40
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ კლოპმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო 2021 წლის მაისის შემდეგ პირველად მოიპოვა.

იანვარში "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, თითოეულ მათგანში ოთხი გოლი გაიტანეს და მოიგეს. კლოპის გუნდმა "ნიუკასლი" (4:2), "ბორნმუთი" (4:0) და "ჩელსი" (4:1) დაამარცხა.

პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს ლივერპული 17 თებერვალს "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამართავს.