მბაპემ მადრიდის რეალში გადასასვლელად სამი პირობა უნდა შეასრულოს
როგორც ბოლო პერიოდში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია ცდადყოფს,
"პსჟ"-ს ლიდერი კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლას წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.
თუმცა, გარიგების დასასრულებლად 25 წლის ფრანგს "სამეფო კლუბის" გარკვეული პირობების შესრულება სჭირდება, ამის შესახებ Marca იტყობინება.
მადრიდის "რეალს" სურს, რომ თავდამსხმელმა საჯაროდ გამოაცხადოს ესპანურ გრანდში გადასვლა. გარდა ამისა, მბაპემ უნდა დაეთანხმოს კონტრაქტს რომელსაც მადრიდული მხარე შესთავაზებს. "ბლანკოსში' მზად არიან მას წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ასევე, ტრანსფერამდე კილიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას გუნდის სხვა ვარსკვლავებზე მაღალი სტატუსი არ ექნება.