პსჟ-მ ზაირ-ემერისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

17 წლის ნახევარმცველმა უორენ ზაირ-ემერიმ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობასთან წარმატებული მოლაპარაკებები გამართა.
როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, მხარეები ახალი შრომითი ხელშეკრულების დეტალებზე შეთანხმდნენ.
უორენს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ზაირ-ემერიმ 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.