პსჟ მზადაა ფრენკი დე იონგს სოლიდური ანაზღაურება შესთავაზოს

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდეს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, პარიზულ გუნდის გადაწყვეტილი აქვთ, მოთამაშე საკუთარ რიგებში დაიმატონ.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს შესთავაზებენ სოლიდურ ხელფასს - დაახლოებით იმდენს, რასაც ამჟამად "ბარსელონაში" იღებს.