მილანი და მენიო ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

იტალიურმა "მილანი" 28 წლოს ფრანგ მეკარესთან მაიკ მენიოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს.
"როსონერი" ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს. თავის მხრივ, მეკარე 8 მილიონს ითხოვს, მოლალარაკებები გრძელდება, ამის შესახებ Calciomercato იტყობინენა.
ფეხბურთელი მილანურ გრანდს "ლილიდან" 15,4 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2021 წლის ივლისში შეუერთდა.