კილიან მბაპემ თანაგუნდელებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

კილიან მბაპემ "პსჟ"-ს ფეხბურთელებს განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
ეს პარასკევს დილით პარიზელთა სავარჯიშო ცენტრში მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.