დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

მანჩესტერ "სიტის" შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი უეფას ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ბელგიელის კონკურენტები: კილიან მბაპე (პსჟ), ბრაჰიმ დიასი (მადრიდის რეალი) და მატეო გენდუზი (ლაციო) იყვნენ.
ოთხშაბათს, 14 თებერვალს, მანჩესტერ "სიტი" სტუმრად "კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა და 3-1 მოიგო.
32 წლის ნახევარმცველმა შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.