ლუკაკუ ევროპის ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სამეულშია

გუშინ, ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა, იტალიელი "რომა" სტუმრად ნიდერლანდულ "ფეიენორდს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
რომაული კლუბის შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.
ლუკაკუსთვის ეს უკვე 26-ე გოლი იყო ევროპულ ფეხბურთის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ლუკაკუმ ევროპა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.