ავტორიზაცია

ბარსელონა არაუხოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ბარსელონა არაუხოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
თარიღი 17 თებ 2024, 11:30
კატალონიური "ბარსელონა" მოლაპარაკებებს აწარმოებს ურუგვაელ მცველ რონალდ არაუხოსთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. ამის შესახებ Marca იუწყება. 

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა დეკომ 24 წლის მცველის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა. 

კატალონიური გუნდი დაინტერესებულია მოთამაშესთან კონტრაქტი 2029 ან 2030 წლამდე გაახანგრძლივოს.