ავტორიზაცია

პსჟ მბაპეს შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს

პსჟ მბაპეს შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს
თარიღი 17 თებ 2024, 11:54
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ფრანგული "პსჟ"-ს სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ Lequipe-ი იტყობინენა. 

წყაროს ცნობით, ეგვიპტელი კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილება, რომელსაც "პსჟ"-დან წასვლა გადაწყვეტილი აქვს. 

პარიზული გუნდის მთავარი სამიზნე "ნაპოლის" ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენია. თუ ნიგერიელის ტრანსფერი არ განხორციელდება, მაშინ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი ძალისხმევას სალაჰის გაფორმებისკენ მიმართავს. 

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელ ფორვარდს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.