ავტორიზაცია

მადრიდის რეალი მზადაა მბაპეს ტრანსფერში 500 მილიონი ევრო დახარჯოს

მადრიდის რეალი მზადაა მბაპეს ტრანსფერში 500 მილიონი  ევრო დახარჯოს
თარიღი 17 თებ 2024, 15:18
როგორც ესპანური მედია იტყობინება, მადრიდის "რეალი" თავდამსხმელ კილიან მბაპეში მნიშვნელოვან თანხას დახარჯავს. 

AS-ის ინფორმაციით, 25 წლის ფრანგის ტრანსფერი "სამეფო კლუბს" დაახლოებით 500 მილიონი ევრო დაუჯდება. 

წყაროს ცნობით, ზემოაღნიშნულ თანხაში შედის თავდამსხმელის ხელფასი ხუთი წლის განმავლობაში, ასევე გაფორმებული კონტრაქტის ბონუსი. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდი მადრიდულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.