მანჩესტერ იუნაიტედმა ტელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მატის ტელი მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მლექცა.
18 წლის ფეხბურთელს გერმანული გრანდიდან იჯარით წასვლა როგორც სეზონის დასაწყისში, ასევე იანვარში შეეძლო, მაგრამ "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვიტა.
ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციის თანახმად, ტელი მანჩესტერ "იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანი სატრანსფერო სამიზნეა.
"წითელი ეშმაკების" წარმომადგენლებმა ფრანგი ტალანტის გასაფორმებლად მუშაობა უკვე დაიწყეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ფრანგის მიმართ ინტერესი სხვა ინგლისურმა კლუბებმაც გამოიჩინეს.