მანჩესტერ სიტიში თვლიან, რომ მბაპეს რეალში გადასვლა ხელს შეუწყობს ჰოლანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას

მანჩესტერ "სიტის" ნორვეგიელ ფორვარდს ერლინგ ჰოლანდს ყველაზე ხშირად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.
როგორც Mirror-ი იუწყება, მანჩესტერ "სიტი" იმედოვნებს, რომ "სამეფო კლუბში" კილიან მბაპეს გადასვლით, ჰოლანდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის მოქმედი კონტრაქტი "ქალაქელებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.