იუვენტუსის პრიორიტეტი რაბიოს შენარჩუნებაა
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით ინტერესდება. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირა იტყობინება.
"ბებერ ქალბატონსა" და 28 წლის ფეხბურთელს შორის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში რაბიომ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ამდრნივე საგოლე გადაცემა გააკეთა.