ტონი კროოსმა მადრიდის რეალის მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ (1:1) ითამაშა.
ეს შეხვედრა გამოცდილი გერმანელი ნახევარმცველისთვის 450-ე იყო "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი მადრიდული გრანდის მაისურს 2014 წლიდან ირგებს.
მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება კი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კროოსმა 24 მატჩი ჩაატარა, ნახევარმცველმა ერთი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.