რამდენი იქნება მბაპეს ხელფასი მადრიდის რეალში?

საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე კარიერას მადრიდის "რეალის" გააგრძელებს.
25 წლის ფეხბურთელი "ბლანკოსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში შეუერთდება.
როგორც ცნობილი ინსაიდერი სანტი აუნა წერს, მბაპე "სამეფო კლუბში" ხელფასის სახით 15-დან 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.
ამავდროულად, კილიანი კონტრაქტის გაფორმების ბონუსის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს.