ბაიერნმა ტუხელს ულტიმატუმი წაუყენა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი შესაძლოა ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ლაიფციგთან" მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაუშვან. ამის შესახებ The Athletic-ის იუწყება.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ "ბაიერნი" დამარცხდება კლუბის ხელმძღვანელობა უკიდურეს ზომებს მიიღებს და მწვრთნელს გაათავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამი მარცხი განიცადა.