ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Football-Italia წერს, ნეაპოლიტანურმა კლუბმა ვიქტორის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გაყიდვა გადაწყვიტა.
25 წლის ფორვარდის მიმართ აქტიურ ინტრესს ლონდონის "ჩელსიმ" და "პსჟ" იჩენენ.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 18 მატჩში ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნიგერიელის კონტრაქტი იტალიის მოქმედ ჩემპიონთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.