როდის გამოაცხადებს მადრიდის რეალი მბაპეს ტრანსფერის შესახებ?

როგორც ცნობილი გახდა, კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება.
BBC-ის ცნობით, მბაპეს მადრიდულ კლუბში ტრანსფერი შეიძლება მაშინ გამოცხადდეს, როცა მადრიდის "რეალი" და "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეხვედრის შესაძლებლობას დაკარგავენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფორვარდი "სამეფო კლუბთან" კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.