ავტორიზაცია

ბაიერნი მზადაა ფეხბურთელები გაყიდოს - არსებობს მხოლოდ ოთხი ხელშეუხებელი მოთამაშე

ბაიერნი მზადაა ფეხბურთელები გაყიდოს - არსებობს მხოლოდ ოთხი ხელშეუხებელი მოთამაშე
თარიღი 21 თებ 2024, 12:46
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შემადგენლობის სერიოზულ წმენდას გეგმავს. ამის შესახებ AS-ი იუწყება. 

წყაროს ცნობით, გუნდში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლება. 

საუბარია მანუელ ნოიერზე, ჯამალ მუსიალზე, თომას მიულერსა და ჰარი კეინზე. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენის "ბაიერნი" მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ბაიერს" რვა ქულით ჩამორჩება.