ჩელსი ლევერკუზენის ბაიერის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
ლონდონის "ჩელსი" გერმანიის ბუნდესლიგიდან თავდამსხმელის დამატების ვარიანტს განიხილავს.
საუბარია ლევერკუზენის "ბაიერის" ფორვარდ ვიქტორ ბონიფასზე, რომელიც გერმანიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა.
Bild-ი იტყობინება, რომ "ჩელსი" აქტიურად აკვირდება ბონიფასისს და იკვლევს 23 წლის ნიგერიელის შეძენის შესაძლებლობას მომავალ ზაფხულში.
გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბონიფასმა 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.