ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება ბელინგემი მოედანს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის მოედანზე დაბრუნების თარიღი გახდა ცნობილი.
Diario AS-ის ცნობით, 20 წლის ნახევარმცველი ტრავმისგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.
აღსანიშნავია, რომ ბელინგემმა "ლაიფციგთან" პირველი შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ "ბლანკოსმა" სტუმრად გამარჯვება მაინც (1:0) შეძლო.
მადრიდის "რეალის" და "ლაიფციგის" განმეორებითი მატჩი 6 მარტს გაიმართება.