ტუხელი პრემიერ ლიგაში დაბრუნებით ინტერესდება
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს თომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
როგორც ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში იუწყება, ტუხელი ყოველთვის დაინტერესებული იყო მანჩესტერ "იუნაიტედში" მუშაობის შესაძლებლობით.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "წითელ ეშმაკებს" ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი ხელმძღვანელობს.