ავტორიზაცია

გრიზმანი ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი შემტევი?

გრიზმანი ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს ფრანგი შემტევი?
თარიღი 21 Feb 2024, 19:42
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო. 

მადრიდულმა გუნდმა გრიზმანის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, მაგრამ არაფერი უთქვამს მისი გამოჯანმრთელების ვადებზე. 

Relevo-ს ცნობით, გრიზმანი "ატლეტიკოს" მომავალ ორ მატჩს "ალმერიასა" (ლა ლიგა) და "ატლეტიკთან" (კოპა დელ რეი) გამოტოვებს. 

2023/2024 წლების სეზონის 36 მატჩში ანტუან გრიზმანმა 18 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.