ავტორიზაცია

ოსიმენი ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში ნაპოლის სასტარტო შემადგენლობაში იქნება

ოსიმენი ბარსელონას წინააღმდეგ მატჩში ნაპოლის სასტარტო შემადგენლობაში იქნება
თარიღი 21 თებ 2024, 18:22
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ნეაპოლური გუნდის თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აღნიშნულ შეხვედრას პირველივე წუთიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito TV ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.