მადრიდის რეალს ახალი სატრანსფერო სამიზნე ჰყავს
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა შესაძლოა კარიერა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.
Sport Bild-ის ცნობით, თავად ვირცი "ფარმაცევტების" დატოვებას 2025 წლამდე არ გეგმავს.
"სამეფო კლუბს" თავის მხრივ, ვირცის გაფორმება მომავალ წელს სურს, რაც ემთხვევა ფეხბურთელის გეგმებს.
ფლორიანის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ნახევარმცველს "ბაიერთან" არსებული კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.