ავტორიზაცია

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
თარიღი 22 Feb 2024, 18:03
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2026 წლამდეა გათვლილი. 

შეგახსენებთ, რომ დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები 2022 წელს ჩაიბარა მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

ამ პერიოდში 62 წლის სპეციალისტმა შეძლო გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა, რომელიც მომავალ ზაფხულს გერმანიაში გაიმართება.